
ნოშრევან ნამორაძე, უახლოეს დღეებში ცრუ ინფორმაციის გავრცელების ფაქტზე, სასამართლოს მიმართავს - ამის შესახებ, მისი უფლებადამცველი ირმა ჭკადუა სოციალურ ქსელში წერს.
"მორიგი აჟიოტაჟი ნოშრევან ნამორაძის შესახებ, ბიზნესმენის მიერ ქვეყნის დატოვებასთან დაკავშირებით, რასაც დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრის განმარტება მოჰყვა. პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მკაფიო პასუხი აღარ ტოვებს სივრცეს მავანთათვის, ვინც ცდილობს, დააზიანოს არა მარტო ბიზნემენ ნოშრევან ნამორაძის საქმიანი რეპუტაცია, არამედ სახლმწიფო და ბიზნეს გარემო!! ნოშრევან ნამორაძის წინააღმდეგ გავრცელებულმა დეზინფორმაციამ უკვე სისტემური ხასიათი მიიღო, რაც, ,ზოგადად აზიანებს ბიზნესგარემოს. სწორედ ამიტომ, მოვუწოდებთ ბიზნეს ომბუდსმენს, დაუყოვნებლივ გააკეთოს ოფიციალური განცხადება. მით უფრო მაშინ, როცა დღეს უკვე საჯაროდ გახდა ცნობილი პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის პოზიცია და შეხედულება ნოშრევან ნამორაძის ირგვლივ შექმნილ ხელოვნურ აჟიოტაჟთან დაკავშირებით. იმედი გვაქვს, ეს განცხადება დაამშვიდებს როგორც გარკვეულ ჩასაფრებულ მედიასაშუალებებს, ისე იმ კონკრეტულ პირებს, რომლებიც მიზანმიმართულად ცდილობენ დააზიანონ წარმატებული ბიზნესმენის რეპუტაცია და ამ გზით ხელი შეუშალონ ქვეყნის განვითარებას. ჩვენი მხრივ, ნოშრევან ნამორაძის იურისტი უახლოეს დღეებში მიმართავს სასამართლოს ცრუ ინფორმაციის გავრცელების ფაქტზე, რათა სამართლებრივად აღიკვეთოს მიზანმიმართული კამპანია,"- აღნიშნავს ირმა ჭკადუა.
დღეს, საქართველოს პრემიერ-მინისტრს ნოშრევან ნამორაძეზე კითხეს, რაზეც მან უპასუხა: - "ჩვენ პოლიტიკური ან სხვა რაიმე ნიშნით არ ვარჩევთ ერთმანეთისგან ბიზნესმენებს".
0
0