04/12/2023
11:52
ეკონომიკა
საქსტატის მიერ დღეს გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, ნოემბერში წლიურმა ინფლაციამ 0.1 პროცენტი შეადგინა.
როგორც სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ანგარიშიდან ირკვევა, წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია სხვადასხვა საქონელსა და მომსახურებაზე.
ჯგუფში ფასები გაიზარდა 9.8 პროცენტით, რაც 0.52 პროცენტული პუნქტით აისახა წლიურ ინდექსზე. ფასები, უმეტესწილად, მომატებულია საფინანსო მომსახურება – 26.3 პროცენტით; პირადი ნივთებზე, სხვა 5.6 პროცენტით და პირადი ჰიგიენაზე – 5.2 პროცენტით.
ტრანსპორტის ჯგუფში ფასები გაიზარდა 2.5 პროცენტით, რაც 0.37 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიან ინდექსზე. ფასები გაიზარდა სატრანსპორტო მომსახურებაზე – 4.3 პროცენტით, სატრანსპორტო საშუალებების შეძენასა – 2.9 პროცენტითა და პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე ა 1.5 პროცენტით.
ალკოჰოლური სასმელებისა და თამბაქოს ჯგუფში ფასები გაიზარდა 5.1 პროცენტით, რაც 0.35 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიან ინდექსზე. ფასები მომატებულია 6.5 პტოცენტით როგორც თამბაქოს ნაწარმის, ასევე 4.0 პროცენტით ალკოჰოლური სასმელების ქვეჯგუფებზე. საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი: ჯგუფში ფასები მომატებულია 3.4 პროცენტით. შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა წლიურ ინფლაციაში 0.35 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე: საცხოვრებლის მიმდინარე მოვლა და შეკეთება – ზრდამ 14.4 პროცენტი შეადგიnა და ფაქტიური გადასახადი საცხოვრებელზე – აქაც 7.4 პროცენტიანი მატება დაფიქსირდა.
სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 3.1 პროცენტიანი კლება, რაც -1.08 პროცენტული პუნქტით აისახა წლიურ ინდექსზე. ფასები შემცირდა ქვეჯგუფებზე: ზეთი და ცხიმი – -19.4 პროცენტი, ბოსტნეული და ბაღჩეული – -11.7 პროცენტი, პური და პურპროდუქტები – -9.2 პროცენტი, რძე, ყველი და კვერცხი – -3.5 პროცენტი, შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული – -2.5 პროცენტი. ამასთან, ფასები გაიზარდა ხილსა და ყურძენზე – 12.2 პროცენტით, ხორცსა და ხორცის პროდუქტებზე – 6.3 პროცენტით, თევზეულზე – 5.0 პროცენტით. მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურაური წვენები 2.7 პროცენტით გაძვირდა.
0
0