
თბილისის საკრებულოს უმრავლესობის წევრი ნოდარ ბოკერია, საკრებულოში მიმდინარე სხდომაზე, პარტია „ლელო“-ს წარმომადგენლის, ვახტანგ სურგულაძის განცხადებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ უხერხულია, როდესაც ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე უარყოფით კონტექსტში საუბრობს ადამიანი, რომლის პარტიის ერთ-ერთი ლიდერიც ტერორიზმის აქტშია მხილებული. ნოდარ ბოკერიას განცხადებით, პარტია „ლელო“-ს არცერთ წევრს ალეკო ელისაშვილის ქმედება არ დაუგმია.
„როდესაც საუბრობთ ქვეყანაში არსებულ პრობლემებზე, გამობრძანდით და ალეკო ელისაშვილის ქმედებაც დაგმეთ, რომელიც ტერორიზმშია მხილებული, მაგრამ სწორედ ალეკო ელისაშვილი არის კოლექტიური „ლელო“-ს სახე“- განაცხადა ნოდარ ბოკერიამ.
საკრებულოს უმრავლესობის წევრის თქმით, ქვეყნის ხელმძღვანელობამ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა პრიორიტეტად გამოაცხადა. ნოდარ ბოკერიას განცხადებით, საქართველო კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის მაჩვენებლით მალე მოწინავე ქვეყნებში ლიდერი გახდება.
1
0