28/03/2024
11:49
მსოფლიო
ნობელის პრემიის ლაურეატი ამერიკელი ფსიქოლოგი დანიელ კანემანი 90 წლის ასაკში გარდაიცვალა.
კანემანი ქცევითი ეკონომიკის სინონიმი გახდა მიუხედავად იმისა, რომ მას არასდროს გაუვლია ეკონომიკის კურსი.
კანემანს ეკუთვნის ყველაზე გაყიდვადი წიგნი „იფიქრე სწრაფად, იფიქრე ნელა“. მან უარყო მოსაზრება, რომ ადამიანები რაციონალური არსებები არიან, რომლებიც პირადი ინტერესების შესაბამისად მოქმედებენ. ფსიქოლოგის მტკიცებით, ისინი ინსტინქტზე დაყრდნობით მოქმედებენ.
დენიელ კანემანის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია პრინსტონის უნივერსიტეტმა გაავრცელა, სადაც ის 1993 წლიდან მუშაობდა.
"დანი გიგანტი იყო თავის სფეროში, პრინსტონის ვარსკვლავი, ბრწყინვალე ადამიანი და შესანიშნავი კოლეგა და მეგობარი. ის ძალიან მოგვენატრება", - თქვა პროფესორმა ელდარ შაფირმა.
კანემანი 1934 წელს ისრაელის ქალაქ თელ-ავივში დაიბადა და ადრეული წლების დიდი ნაწილი ნაცისტების მიერ ოკუპირებულ საფრანგეთში გაატარა, სადაც მისი მამა ქიმიურ ქარხანაში კვლევის ხელმძღვანელად მუშაობდა. 1948 წელს ოჯახი საცხოვრებლად პალესტინაში გადავიდა (ისრაელის სახელმწიფოს შექმნამდე).
1954 წელს კანემანმა იერუსალიმის ებრაული უნივერსიტეტი დაამთავრა და ოთხი წლის შემდეგ შეერთებულ შტატებში გაემგზავრა კალიფორნიის ბერკლის უნივერსიტეტში ფსიქოლოგიის დოქტორის ხარისხის მისაღებად. 1961 წელს კანემანი აკადემიური კარიერის დასაწყებად იერუსალიმში დაბრუნდა, სადაც ამოს ტვერსკი გაიცნო - კოგნიტური ფსიქოლოგი - გაიცნო.
0
0