07/10/2022
13:42
მსოფლიო
ნობელის პრემია მშვიდობის დარგში ბელარუს ადამიანის უფლებათა დამცველს, ალეს ბიალიაცკის, გადაეცა. ის ჯილდოს რუსულ უფლებადამცველ ორგანიზაცია „მემორიალთან“ და უკრაინის უფლებადამცველ ორგანიზაცია „სამოქალაქო თავისუფლების ცენტრთან“ ერთად მიიღებს.
უფლებადამცველი ალეს ბიალიაცკი, დემოკრატიისა და თავისუფლებისთვის თითქმის 30-წლიან კამპანიას ხელმძღვანელობს; ამჟამად, ის ბელარუსში, პატიმრობაში იმყოფება.
„მემორიალი“ რუსეთში ადამიანის უფლებადამცველი უძველესი ორგანიზაცია და საერთაშორისო ისტორიულ-საგანმანათლებლო საზოგადოებაა, რომელიც სტალინიზმის რეპრესიების მსხვერპლთა შესახებ ინფორმაციას აგროვებს და КГБ-ს არქივის გახსნისთვის იბრძვის. 2021 წლის დეკემბერში, რუსეთის უზენაესმა სასამართლომ „მემორიალისა“ და მისი რეგიონალური ფილიალების დახურვის ბრძანება გასცა. სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად დაედო რუსეთის გენერალური პროკურატურის სარჩელი, რომლის თანახმად, „მემორიალი“ „ცრუ წარმოდგენას“ ქმნის საბჭოთა კავშირის, როგორც ტერორისტული სახელმწიფოს შესახებ და არღვევს რუსეთის ფედერაციის კანონს "უცხოეთის აგენტის" შესახებ.
„უკრაინის სამოქალაქო თავისუფლების ცენტრი“ (CGS) უკრაინის ერთ-ერთი წამყვანი უფლებადამცველი ორგანიზაციაა. ის 2007 წელს დაარსდა, როდესაც ცხრა პოსტსაბჭოთა ქვეყნის უფლებადამცველი ორგანიზაციის ლიდერმა კიევში საზღვრისპირა რესურსების მხარდაჭერის ცენტრის დაარსება გადაწყვიტა.
0
0