-share.jpg)
სტოკჰოლმში ალფრედ ნობელის სახელობის ეკონომიკის პრემიის გამარჯვებული დაასახელეს. წელს 1968 წელს შვედეთის სახელმწიფო ბანკის მიერ დაარსებული პრემიის მფლობელი ამერიკელი კლაუდია გოლდინი გახდა „შრომის ბაზარზე ქალის როლის კვლევისთვის“.
ნობელის კვირეული ტრადიციულად ფიზიოლოგიისა და მედიცინის დარგში გამარჯვებულების გამოვლენით გაიხსნა. ჯილდო კატალი კარიკოსა და დრიუ ვაისმანს გადასცეს „ნუკლეოზიდური ფუძის მოდიფიკაციებთან დაკავშირებული აღმოჩენისთვის“, რომელმაც COVID-19-ს საწინააღმდეგო ი-რნმ-ის ვაქცინის შექმნა გახადა შესაძლებელი. 3 ოქტომბერს კი ნობელის პრემია ფიზიკაში ელექტრონების კვლევებისთვის პიერ აგოსტინის, ფერენც კრაუსსადა ანა ლ’უიეს გადაეცათ. ნობელის პრემია ქიმიის დარგში კვანტური წერტილების შექმნის მეთოდის ავტორებს მიენიჭათ. პრემლია ლიტერატურის დარგში ნორვეგიელმა მწერალმა იუნ ფოსემ მიიღო. მშვიდობის დარგში ნობელის პრემია კი პატიმრობაში მყოფ ირანელ უფლებადამცველს, ნარგეს მოჰამადის გადაეცა.
0
0