
ნორვეგიის ნობელის კომიტეტმა ოსლოში ახლახან განაცხადა, რომ წლევანდელი ნობელის მშვიდობის პრემიის მფლობელი ვენესუელის ოპოზიციის ლიდერი მარია კორინა მაჩადოა.
კომიტეტის თავმჯდომარე იორგენ ვატნე ფრიდნესის განცხადებით, „მზარდი საფრთხეების დროს, მარია კორინა მაჩადოს დემოკრატიის დაცვა შეუძლია.“
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კი არაერთხელ განაცხადა, რომ ის ჯილდოს იმსახურებს. მისი მტკიცებით, მან 2025 წელს 7 კონფლიქტი 7 თვეში დაასრულა.
ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების გამოცხადების შემდეგ, არგენტინის პრეზიდენტმა ხავიერ მილეიმ და მალტის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადეს, რომ ტრამპს ნობელის მშვიდობის პრემიაზე წარადგენდნენ. ასევე ბენიამინ ნეთანიაჰუმ აღნიშნა, რომ ტრამპი პრემიას იმსახურებდა.
ნობელის კომიტეტმა წლევანდელი პრემიის ნომინაციების მიღება 31 იანვარს დაასრულა.
0
0