07/01/2023
12:26
მსოფლიო
ამერიკის შეერთებულ შტატებში, ნიუ-იორკში საქართველოს მოქალაქე მოკლეს. 42 წლის ლევან გალდავა მეგობარი ქალის ყოფილმა მეუღლემ ეჭვიანობის ნიადაგზე მოკლა.
ადგილობრივი სამართალდამცველების ინფორმაციით, მოკლულის მეგობარი ქალის ყოფილმა ქმარმა დმიტრო ლაპკომ ყოფილი ცოლი გალდავასთან ერთად ავტოსადგომზე დაინახა.
ადგილობრივებმა მედიასაშუალებას უთხრეს, რომ ავტოსადგომიდან ქალის ყვირილის ხმა გაიგონეს, რომელიც 911-ზე დარეკვას და დახმარებას ითხოვდა.
ამერიკელი პოლიციელების თქმით, კაცს მეგობარი ქალის ყოფილმა ქმარმა ცეცხლსასროლი იარაღიდან ექვსჯერ ესროლა, შემდეგ კი ცივი იარაღით დაჭრა.
ლევან გალდავა სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
პოლიციამ განაცხადა, რომ ლაპკოს წინააღმდეგ საქმე მკვლელობისა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით აღძრეს.
საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება.
0
0