
ნიუ-იორკის პოლიციამ კომპანია SpaceX-ის დამფუძნებლისა და ამერიკის მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ილონ მასკის წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციაზე ცხრა ადამიანი დააკავა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
სააგენტოს მტკიცებით, დემონსტრაცია კომპანია Tesla-ს ავტოსალონის წინ იმართებოდა, რომელსაც აგრეთვე მასკი ფლობს. მიტინგში ასეულობით ადამიანი მონაწილეობდა.
ნიუ-იორკის პარალელურად საპროტესტო აქციები გაიმართა ავტოსალონებთან, რომლებიც ფლორიდის შტატის ქალაქ ჯექსონვილში და არიზონის შტატ ქალაქ ტუსონში მდებარეობს. მომიტინგეები სკანდირებდნენ: „დაწვი Tesla: გადაარჩინე დემოკრატია“ და „არა დიქტატორებს აშშ-ში“.
როგორც Reuters-ი იუწყება, მასკი არის მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ადამიანი. პარალელურად, ის ამერიკაში ხელმძღვანელობს უწყებას, რომელსაც ფედერალური მთავრობის ხარჯების შემცირება აქვს დავალებული. მასკის უწყების მუშაობის შედეგად ათასობით ადამიანი სამსახურის გარეშე დარჩა, ხოლო ასობით კონტრაქტის მოქმედება, რომელიც სხვებისთვის დახმარების გაწევაზე იყო ორიენტირებული, შეწყდა.
0
0
იაპონიაში ტყის ხანძარს ებრძვიან
04/03/2025