
აშშ-ის ფედერალური საბინაო საფინანსო სააგენტოს დირექტორმა უილიამ პულტიმ ნიუ-იორკის გენერალურ პროკურორს ლეტიცია ჯეიმზს ბრალი დასდო იპოთეკურ თაღლითობაში, რომელიც დაკავშირებულია ვირჯინიასა და ნიუ-იორკში მდებარე სახლებთან. პულტმა აშშ-ის გენერალურ პროკურორს პემ ბონდის CBS News New York-ის მიერ მოპოვებული წერილი მისწერა, რომელშიც ნათქვამია, რომ ჯეიმზმა "არაერთხელ გააყალბა საბანკო დოკუმენტები და უძრავი ქონების სარეგისტრაციო ჩანაწერები, რათა მიეღო სახელმწიფოს დახმარება და სესხები და ხელსაყრელი სასესხო პირობები".
პულტის მტკიცებით, ჯეიმზმა, უკეთესი იპოთეკური განაკვეთის მიღების მიზნით, ნორფოლკში [ვირჯინიაში] მდებარე სახლში, თავისი ბინადრობის სტატუსი გააყალბა. მისივე თქმით, 2023 წელს, ჯეიმზმა შამის ტომპსონ-ჰაირსტონს მინდობილობა მიანიჭა, რათა იმავე წლის აგვისტოში შეძენილი ნორფოლკში არსებული უძრავი ქონება მის „რეზიდენციად“ ექცია, მიუხედავად იმისა, რომ ჯეიმზი იმ დროს ნიუ-იორკში რეალურად ცხოვრობდა და მუშაობდა გენერალურ პროკურორად.
,,ჯეიმზმა, 2001 წელს, ბრუკლინში ხუთ-აპარტამენტიანი შენობა შეისყიდა სესხით, რომელიც განკუთვნილია მხოლოდ ოთხი ან ოთხზე ნაკლები აპარტამენტისთვის. ასევე ჯეიმზმა და მისმა მამამ 1983 წელს ხელი მოაწერეს იპოთეკურ დოკუმენტებს, სადაც ნათქვამია, რომ ისინი ცოლ-ქმარი იყვნენ. ჯეიმზმა, ზემოთ ჩამოთვლილ ქონებასთან დაკავშირებული დოკუმენტები გააყალბა გარკვეული სესხების მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად და სესხის ხელსაყრელი პირობების მისაღებად. ლეტიცია ჯეიმსს შესაძლოა დაემუქროს ბრალდებები, როგორიცაა საბანკო თაღლითობა, ინტერნეტ თაღლითობა და ფინანსური ინსტიტუტისთვის ყალბი განაცხადის გაკეთება,’’ - განაცხადა პულტიმ.
პროკურორმა პემ ბონდიმ თქვა, რომ ის ინფორმირებულია მიმართვის შესახებ და აღნიშნულ საკითხს განიხილავს.
ბრალდებების გაჟღერებიდან მეორე დღეს, ლეტიცია ჯეიმზმა NY1-სთან ინტერვიუში თქვა, რომ ბრალდებები "უსაფუძვლოა" და მათ "შურისძიების ტალღა უწოდა".
როგორც ცნობილია, 2022 წელს, ლეტიცია ჯეიმზმა დონალდ ტრამპს წლების განმავლობაში განხორციელებული ფინანსური თაღლითობისთვის უჩივლა.
0
0