
ისრაელს ერაყში საიდუმლო სამხედრო ბაზა ჰქონდა, – ამის შესახებ ინფორმაციას „ნიუ იორკ თაიმსი“ ავრცელებს.
გავრცელებული ცნობით, ერაყელი და რეგიონული ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირების თქმით, ისრაელი იქ ბაზას ამუშავებდა ბაღდადის რეგიონული პარტნიორის, ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციების მხარდასაჭერად.
„ნიუ იორკ თაიმსი“ წერს, რომ ეს ბაზა გამოყენებული იყო 2025 წლის ივნისში თეირანის წინააღმდეგ 12-დღიანი ომის დროს. გავრცელებული ცნობით, ისრაელის ძალებმა დროებითი ბაზის აშენებისთვის მზადება ჯერ კიდევ 2024 წლის ბოლოს დაიწყეს და ამით დაადგინეს შორეული ადგილები, საიდანაც მომავალში კონფლიქტებში იმოქმედებდნენ.
„ეს ერაყის სუვერენიტეტის, მისი მთავრობისა და ძალების, ასევე ერაყელი ხალხის ღირსების აშკარა უგულებელყოფას აჩვენებს“, – განაცხადა ერაყელმა კანონმდებელმა, ვაად ალ-კადუმ, რომელიც ამ ბაზის შესახებ კონფიდენციალურ საპარლამენტო ბრიფინგს დაესწრო.
ამერიკული გამოცემის თანახმად, ერაყელი უსაფრთხოების ორი წარმომადგენლის თქმით, როგორც გასული წლის ხანმოკლე ომის, ასევე მიმდინარე კონფლიქტის დროს ვაშინგტონმა აიძულა ერაყი, გამოერთo რადარები აშშ-ის თვითმფრინავების დასაცავად, რამაც ბაღდადი მტრული აქტივობის აღმოსაჩენად აშშ-ის ძალებზე უფრო დამოკიდებული გახადა.
ერაყში ასევე აცხადებენ, რომ ისრაელს მეორე სამხედრო ბაზაც ჰქონდა დასავლეთ ერაყში.
0
0