
ირანის ომის პირველი ექვსი დღე აშშ-ს 11.3 მილიარდ დოლარზე მეტი დაუჯდა, – ამის შესახებ „ნიუ იორკ თაიმსი“ იუწყება.
გამოცემის ანონიმური წყაროს ცნობით, პენტაგონში დახურულ ბრიფინგზე კონგრესის წევრებს უთხრეს, რომ ეს ციფრი არ მოიცავს დარტყმებისთვის მზადებასთან დაკავშირებულ ბევრ ხარჯს, რაც მიუთითებს, რომ პირველი კვირის საბოლოო დანახარჯი, შეიძლება, მნიშვნელოვნად გაიზარდოს.
ამასთან, აშშ-ის თავდაცვის წარმომადგენლებმა კონგრესმენებს განუცხადეს, რომ კონფლიქტის პირველ ორ დღეში დაახლოებით 5.6 მილიარდი დოლარის ღირებულების საბრძოლო მასალა დაიხარჯა.
ვაშინგტონში მოქმედი სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების (CSIS) ანალიტიკური ცენტრის შეფასებით, ოპერაცია „ეპიკური მრისხანების“ პირველი 100 საათი 3.7 მილიარდი დოლარი დაჯდა.
„ნიუ იორკ თაიმსი“ წერს, რომ ომის რეალური ღირებულება, სავარაუდოდ, უფრო მაღალია, რადგან ციფრები არ ითვალისწინებს გრძელვადიან ხარჯებს, როგორიცაა ვეტერანების ჯანდაცვა და სხვა საკითხები.
0
0