
დონალდ ტრამპი ომის დასრულებამდე რუსეთის „დამშვიდებას“ ბიზნესგარიგებებით განიხილავს, – ამის შესახებ ინფორმაციას „ნიუ იორკ თაიმსი“ ავრცელებს.
ამერიკული გამოცემის თანახმად, სავარაუდოდ, თეთრი სახლი განიხილავს რუსეთთან გარკვეული ბიზნესშეთანხმებების ხელმოწერის შესაძლებლობას, ვიდრე რუსეთი უკრაინასთან ომს დაასრულებს, რათა „დაადასტუროს თავისი კეთილი განზრახვები“.
ორი წყაროს ცნობით, ადმინისტრაცია უკვე განიხილავს რუსეთთან გარკვეული ეკონომიკური შეთანხმებების ხელმოწერის შესაძლებლობას უკრაინის წინააღმდეგ ომში საომარი მოქმედებების დასრულების პირობის გარეშე. როგორც აშშ-ის ოფიციალურმა პირმა განაცხადა, ომის დასრულებამდე შეთანხმებები შესაძლებლად ითვლება, რადგან ისინი „აჩვენებენ, რომ აშშ სერიოზულად არის განწყობილი რუსეთთან ურთიერთობების გადატვირთვასთან დაკავშირებით“.
აშშ-ის ერთ-ერთი ოფიციალური პირის თქმით, ადმინისტრაციას სურს „მეტი სტიმულის მიცემა“ რუსეთის ელიტისთვის, რათა მათ ხელმძღვანელობას მშვიდობისკენ უბიძგონ.
0
0
„ფერმერის დღე 2026“ 19 სექტემბერს ჩატარდება
18/09/2026