„ნიუ იორკ პოსტი“ - ტრამპის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ აშშ-ის პრეზიდენტი პუტინს მხოლოდ იმ შემთხვევაში შეხვდება, თუ ის უკრაინის ლიდერთან მოლაპარაკებების გამართვას დათანხმდება
A-
+A

დონალდ ტრამპის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ აშშ-ის პრეზიდენტი პუტინს მხოლოდ იმ შემთხვევაში შეხვდება, თუ რუსეთის პრეზიდენტი უკრაინის ლიდერთან მოლაპარაკებების გამართვას დათანხმდება.
აღნიშნულის შესახებ გამოცემა „ნიუ იორკ პოსტი“ ტრამპის ადმინისტრაციაში საკუთარ წყაროზე დაყრდნობით წერს.
როგორც გამოცემა წერს, პუტინი უნდა შეხვდეს ზელენსკის, რათა გაიმართოს მისი შეხვედრა ტრამპთან. მედიასაშუალება ასევე აღნიშნავს, რომ აშშ-ის პრეზიდენტის და ვლადიმერ პუტინის შეხვედრის ადგილი ჯერ არ არის განსაზღვრული.
ცნობისთვის, მანამდე რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე იური უშაკოვმა განაცხადა, რომ ვლადიმერ პუტინისა და დონალდ ტრამპის შეხვედრის ადგილი უკვე შეთანხმებულია და ორი ქვეყნის ლიდერი უახლოეს დღეებში, სავარაუდოდ მომდევნო კვირაში შეხვდება ერთმანეთს.
0
0
25
სიახლეები
ყველა
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%