-share.jpg)
8 მარტს საქართველოს მთელს ტერიტორიაზე ნაწილობრივ ღრუბლიანი, ან უმეტესად ღრუბლიანი ამინდი იქნება.
დასავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 10-15 მ/წმ, ზოგან ძლიერი 20-25 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით +8, +13°, დღისით +19, +24°; მთაში ღამით +2, +7°, დღისით +17, +22°; მაღალ მთაში ღამით 0, +5°, დღისით +15, +20°.
აღმოსავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ღამით ზოგიერთ, დღისით უმეტეს რაიონში წვიმა, ღამით მაღალმთაში თოვლჭყაპი, ზოგან ნისლი. აღმოსავლეთის ქარი 10-15 მ/წმ, ზოგან ძლიერი 17-22 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: ბარში ღამით +6, +11°, დღისით +10, +15°; მთაში ღამით +1, +6°, დღისით +11, +16°; მაღალმთაში ღამით -1, +4°, დღისით +7, +12°.
თბილისში - უმეტესად ღრუბლიანი ამინდი. წვიმა და ნისლი. სამხრეთ-აღმოსავლეთის ქარი 7-12მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: ღამით +11°, დღისით +13°.
0
0