25/08/2023
22:27
პოლიტიკა
დედაქალაქის საკრებულოს სხდომაზე ოპოზიციის წარმომადგენლების განცხადებებს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარე გამოეხმაურა.
ნინო ვარდოსანიძე თავის გამოსვლაში ოპოზიციის მხრიდან მორალსა და ზნეობის შესახებ გაკეთებულ კომენტარებს შეეხო და მათ კორექტულობისკენ მოუწოდა.
,,ოპოზიციის მხრიდან დღეს არაერთი კომენტარი გაკეთდა მორალსა და ზნეობაზე. საუბრობენ, თუ როგორ უნდა განვაგრძოთ ამ ქალაქში ცხოვრება ჩვენს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების გამო. მინდა მოგიწოდოთ, ასეთი შეფასებების დროს კორექტულნი და მეტად თავშეკავებულები იყოთ. ქალაქის და ქვეყნის წინაშე, ფაქტობრივად, ყველა
მძიმე დანაშაულზე პასუხისმგებელი ძალა, არათუ აგრძელებს ცხოვრებას, არამედ ამდენი წელია ისევ ხელისუფლებაში მობრუნებას ცდილობს. ახლა არ დავიწყებ წარსულის გახსენებას. საზოგადოება კარგად აფასებს ყველაფერს. თქვენი მხრიდან კი ნგრევის შენებად ჩვენება, ხოლო შენების და რეალური განვითარების აპოკალიფსად წარმოჩენა, რბილად რომ ვთქვათ, უხერხული და სამარცხვინოა’’,-განაცხადა საკრებულოს წევრმა.
0
0