
ქართველ ხალხს თუ უჭერენ მხარს და არ უჭერენ მხარს მის მიერ არჩეულ ხელისუფალს, ეს პირდაპირ ქართველი ხალხის უპატივცმეულობაა, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ნინო წილოსანმა ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელის, კაია კალასის განცხადების კომენტირებისას თქვა.
ნინო წილოსანის თქმით, საქართველოს ტკბილი ხმით, მშვიდად ეუბნებიან, რომ სრულებით არეული აქვთ თავისი პრინციპები და სტანდარტები.
„ტკბილი ხმით, მშვიდად გვუებნებიან, რომ სრულებით არეული აქვთ თავისი პრინციპები და სტანდარტები. მხარს თუ უჭერენ ქართველ ხალხს და არ უჭერენ მხარს მის მიერ არჩეულ ხელისუფალს, ეს პირდაპირ ქართველი ხალხის უპატივცმეულობაა. მათივე პასუხში ქართველი ხალხის მიმართ ის დიდი ნეგატიური დამოკიდებულება იგულისხმება, რომელიც გააჩნიათ და მათ განცხადებებში ყოველ ჯერზე ასე ცხადად გამოსჭვივის. მეორე ვარიანტია, რომ მათი მხარდაჭერა მიემართება მხოლოდ პატარა ჯგუფისკენ, რომელიც ქართველ ხალხს ნამდვილად არ წარმოადგენს. კაია კალასი ასე კრებსითად ნამდვილად ვერ ისაუბრებს. ამ განცხადების შედეგად, მხოლოდ ამ ჯგუფის და რადიკალური ოპოზიიცის მხარდამჭერად გვევლინებიან“, – განაცხადა ნინო წილოსანმა.
ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში კაია კალასმა განაცხადა, რომ მხარს უჭერს არა საქართველოს ხელისუფლებას, არამედ ქართველ ხალხს.
0
0
23 დეკემბერს ელექტრომომარაგება შეიზღუდება
19/12/2025
ბიჭიკო პაიკიძე დააკავეს
19/12/2025