„ირანმა, სავარაუდოდ, იცოდა, რომ „ჰამასის“ პალესტინელი მებრძოლები ისრაელის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციების განხორციელებას გეგმავდნენ, თუმცა აშშ-ის დაზვერვის პირველწყაროზე დაყრდნობით, ზოგიერთი ირანელი ლიდერისთვის ისრაელზე ისლამისტური დაჯგუფების უპრეცედენტო თავდასხმა მოულოდნელი იყო,“ - ნათქვამია ამერიკულ წყაროებში.
აღნიშნული ირანელი ოფიციალური პირები, როგორც წესი, ინფორმირებულნი იქნებოდნენ „ჰამასის“ მასშტაბური ოპერაციის გეგმის შესახებ, რადგან თეირანი დაჯგუფებას დიდი ხანია ამარაგებს იარაღით და ფინანსურადაც ეხმარება.
„ირანმა, ისრაელის მთავარმა რეგიონულმა მტერმა, სავარაუდოდ იცოდა, რომ „ჰამასი“ აპირებდა ისრაელზე თავდასხმას; ინფორმირებული არ იყო მხოლოდ ზუსტი დროისა და მასშტაბის შესახებ,“ - თქვა ამერიკელმა მაღალჩინოსანმა ანონიმურობის პრინციპის დაცვით.
ირანმა ბოევიკების მიერ ღაზას სექტორიდან განხორციელებული მრავალმხრივი თავდასხმა დადებითად შეაფასა, მაგრამ უარყო მასში რაიმე სახის ჩართულობა. The New York Times-ის ინფორმაციით, შეერთებულმა შტატებმა სადაზვერვო მასალები შეაგროვა, რომლის მიხედვითაც, ირანის მთავარმა ლიდერებმა არ იცოდნენ თავდასხმის თარიღის მოახლოების შესახებ. აშშ-ის სადაზვერვო სააგენტოები შეარაღებულ კონფლიქტში ირანის ჩართულობის რაიმე მტკიცებულებას ჯერ კიდევ იძიებენ.
„გამოძიება მიმდინარეობს და საბოლოო დასკვნის გაკეთება ნაადრევია,“ - აღნიშნა ამერიკელმა მაღალჩინოსანმა.
ზოგიერთი ანალიტიკოსის განცხადებით, ირანს შეუძლია გააძლიეროს თავისი ხანგრძლივი „ჩრდილოვანი ომი“ ისრაელთან, რადგან მან დაინახა, რომ ბოევიკების თავდასხმამ ისრაელის არმიის უძლეველობის რეპუტაცია შეარყია და ის [ირანი], რეგიონში აშშ-ის ინტერესების წინააღმდეგ, თავის მარიონეტებს გამოიყენებს.
“ჰამასის” თავდასხმა ზოგიერთი ირანელი ლიდერისთვის მოულოდნელი იყო - ამერიკული წყარო

0
0
კოტე იოსელიანი უტა ივანიშვილს ბოდიშს უხდის
08/06/2025