04/04/2023
13:42
მსოფლიო
"ნატოში ფინეთის გაწევრიანების შემდეგ დაძაბულობა გაიზრდება", - განაცხადა დიდი ბრიტანეთის გენერალური შტაბის ყოფილმა უფროსმა ლორდ დანატმა.
დანატის ვარაუდით, ნატო რუსეთ-ფინეთის საზღვარზე შემაკავებელ ძალებს განსაკუთრებულ რეჟიმში გადაიყვანს.
„დასავლელმა ლიდერებმა უნდა გაამახვილონ ყურადღება, რომ ნატო უბრალოდ თავდაცვით პაქტს წარმოადგენს. პუტინმა შეიძლება მოხერხებულად შეაპაროს თავის ხალხს, რომ ნატო ფართოვდება - ტექნიკურად ეს სწორია - მაგრამ რატომ ფართოვდება ალიანსი? იმიტომ, რომ ფინეთისა და შვედეთის მსგავსი ქვეყნები უფრო და უფრო შფოთავენ, რომ რუსეთი მათთვის საფრთხეს წარმოადგენს და ამიტომაც არ არის უსაფუძვლო, რომ ეს ორი ქვეყანა ნატოს ქოლგის ქვეშ დაცულად ყოფნას ცდილობს.
როგორც საინფორმაციო სააგენტო RIA იუწყება, ფინეთის ამ ნაბიჯის საპასუხოდ, რუსეთმა განაცხადა, რომ ის დასავლეთ და ჩრდილო-დასავლეთ რეგიონებში თავის სამხედრო შესაძლებლობებს გააძლიერებს.
„სამომავლოდ, ნატოს სხვა წევრი ქვეყნები რუსეთ-ფინეთის საზღვარზე შემაკავებელ ძალებს განსაკუთრებულ რეჟიმში გადაიყვანენ და, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, შეიქმნება დაძაბულობა, რომელიც, რა თქმა უნდა, გაიზრდება", - თქვა ლორდმა დანატმა.
დანატმა დასძინა, რომ ფინეთს ნატოსგან „მორალური მხარდაჭერა“ უფრო აქვს, ვიდრე სამხედრო თვალსაზრისით.
„ალიანსი თავად იღებს დამატებით პასუხისმგებლობას, თუმცა ეს სწორი ნაბიჯია და ამ ფაქტით მეც, პირადად, კმაყოფილი ვარ", - დასძინა დანატმა.
0
0