
ექსპერტი ნინო ფოჩხუა, ბერა ივანიშვილის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმიანება და აცხადებს, რომ გარკვეული მედიასაშუალებები მის წინააღმდეგ მიზანმიმართულ კამპანიას აწარმოებენ.
ფოჩხუას შეფასებით, „აჭარა თაიმსის“ მფლობელი სულხან მესხიძე ცდილობს, ბერა ივანიშვილის თემის აქტიური გამოყენებით ოპოზიციური მედიის დღის წესრიგში საკუთარი ადგილი დაიმკვიდროს.
„ამ ეშმაკის მაშხალას, ვინმე სულხან მესხიძეს, რომელიც ამ გაუგებარი გამოცემის "აჭარა ტაიმსის" მეპატრონეა, მოუნდა ცრუ ოპოზიციური მედიის პირველ რიგებში ჩაწერა, ამას კი ივანიშვილების ოჯახის სულ მცირე დღეში ასჯერ ხსენება მაინც სჭირდება. რა ბერა ივანიშვილი, აჭარაში საპატივცემულო ოჯახების შვილები ქორწინდებოდნენ, ნახევარი აჭარა და მეოთხედი თბილისი ქორწილში რომ იქნებოდა და შესაბამისად გზაც რომ გადაიკეტებოდა, ეტყობა ამ არსაიდან მოსულ მესხიძეს არც გაუგონია. სულ ტყუილად იხარჯებით, ბერა იმდენად კარგი ახალგაზრდაა, რომ მისი უარყოფითი თან სიცრუეზე აგებული ისტორიებით საზოგადოების გაღიზიანებას ვერ გამოიწვევთ.“ - წერს ფოჩხუა.
0
0