ნინო ბურჯანაძემ გიგას სესიაზე მიულოცა საჯაროდ – მაგაზე ცალკე გადავფსიხდი, გიგას მტრები ყავს და გამტაცებენ მეთქი - ამბობს ტაბულას დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი
,,კატო დაიბადა 1997 წლის 14 იანვარს.
სამშობიაროში არც დენი იყო, არც რემონტი, არც ცხელი წყალი … არაფერი.
მე საერთო პალატა არ მინდოდა და რაღაც პატარა ოთახი დავაცლევინე, ლოგინი დავდგი, 2.5 კილოიანი ბავშვიც იქვე დავიდგი, რძე არ მქონდა – კვება მოვატანინე (მოსაშვილზე, უნიკა დიპლომატში იყიდებოდა მარტო), “კიპიტელნიკი”, რომ მებანავა – ლეპტოპი მქონდა, სამუშაოც (დეკრეტი 2 კვირიანი) … მოკლედ კარგად ვიყავი, ჩემთვის – არავინ მელაპარაკებოდა სისულელეებს, ბავშვით და სამსახურით ვერთობოდი – ბავშვს არ ვატანდი, ძალიან ლამაზია და გამიცვლიან, ან მომპარავენ მეთქი (არაფერი, საერთოდ არაფერი ვიცოდი გაშვილებების ბიზნესზე).
სულ 4 ღამე დავრჩი იქ – ერთხელ ღამით მეღვიძება და კატო არ არის. გული გამისკდა, მეთქი ხო არ გადავაგდე.
ჩავიხედე – არაა, ლოგინის ქვეშ შევიხედე, არაა …
გამოვვარდი გიჟივით, ჩვილების ოთახი დაკეტილია – დავიწყე ბრახუნი, – გამოვიდა ძიძა, მეთქი ჩემი ბავშვი სადაა – გეძინაო და გამოვიყვანე რომ არ შეეწუხებინეო.
ნუ არ მოვყვები, იქ რა მოხდა, მაგრამ კატო კი დავაბრუნე ოთახად გადაკეთებულ საკუჭნაოში და მეორე დღეს სახლში წამოვიყვანე.
მერე კესო გაჩნდა, რევოლუციის მერე 2006 წელს – ეს უკვე ევრორემონტში.
ნინო ბურჯანაძემ გიგას სესიაზე მიულოცა საჯაროდ – მაგაზე ცალკე გადავფსიხდი, გიგას მტრები ყავს და გამტაცებენ მეთქი – გარდა იმისა რომ თვალს არ ვაშორებდი, სამშობიაროს პერიმეტრსაც ვაკონტროლებდი, ავი ძალები რომ არ გამომპარვოდა.
იმის თქმა მინდა, რომ კარგა ხანს, პრინციპში აქამდე, ამ ისტორიებს ჩემი საორსულო შეურაცხადობის მაგალითებად ვყვებოდი.
მაგრამ მგონი არ ვყოფილვარ მთლად არაადეკვატური – იმის გათვალისწინებით, რასაც ახლა ვისმენთ." - ამბობს ჩერგოლეიშვილი
0
0