17/07/2023
16:42
საზოგადოება
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ირაკლი ფავლენიშვილი პოლონელი ექიმის მიერ მიხეილ სააკაშვილისგან აღებული ნიმუშის წინდაში განთავსებისა და გატანის მცდელობის ფაქტს გამოეხმაურა.
„ეს კონკრეტული ფაქტი კანონდარღვევას არ წარმოადგენს, ამიტომაც ვისთვის მასოწონი იყო და ვისთვის არ იყო მოსაწონი, ეს უკვე სხვა შეფასების საკითხია და პოლიტიკური განზომილება არ გააჩნია. კანონდარღვევა არ ჩაუდენია ამ ადამიანს. მან ჩათვალა, რომ იმ კონკრეტულ შემთხვევაში ყველაზე მისაღები ფორმა ეს იყო. ფაქტზე ჩაციკვლა და ამ ფაქტზე მუდმივი პოლიტიკლური კომენტირების რეჟიმში ყოფნა არ მიმაჩნია სწორი. მე ველოდები სამედიცინო დასკვნას. სპეციალურად არ გაქვს ამ ადამიანებთან ინტენსიური კონტაქტი, იმიტომ, რომ არ ვაპირებთ, რომ მაგალითად, იურისტები, რომლებიც არიან ამ საქმესთან დაკავშირებული, მითუმეტეს ევროკავშირის სამედიცინო მისიის წარმომადგენელი, მათთან პოლიტიკურ, პარტიული დღის წესრიგის გადაჯაჭვას არ ვაპირებთ ნამდვილად“, – განაცხადა ფავლენიშვილმა.
შეგახსენებთ, აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ პოლონეთის საელჩოს წარმომადგენელი დაიბარა. დიპლომატის თქმით, პოლონურმა მხარემ არ იცის რამ გამოიწვია ექიმის ასეთი საქციელი.
0
0