
აშშ-ის მხრიდან ევროკავშირის მიმართ საკამოდ მწვავე კრიტიკა გაჟღერდა, მათ შორის ევროკავშირის კონკრეტული ბიუროკრატების მიმართ, რომლებიც ხალხის მიერ არიან არჩეული, – ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
მისი თქმით, კრიტიკა ევროპელ ბიუროკრატებს არ ესიამოვნათ და თავის დაცვა დაიწყეს, რაც ნორმალურია.
„ევროპელებმა ასევე ნიშანდობლივი რაღაც თქვეს, რომ, რაც არ უნდა მეგობარი და მოკავშირე ქვეყანა იყოს, მასაც არ აქვს უფლება, სხვის საქმეებში ჩაერიოს და უკარნახოს იმ ქვეყნის მოსახლეობას, ვინ და რომელი პარტია უნდა აირჩიოს. ეს სწორი მიდგომაა, თუმცა სამწუხაროდ, საქართველოსთან მიმართებაში იმავე ადამიანები მსგავს მიდგომას არ იზიარებდნენ, რაც ორმაგი სტანდარტის ყველაზე ნათელი გამოხატულებაა. თან იმის გათვალისწინებით, რომ ეს ყველაფერი საქართველოში ცოტა ხნის წინ მოხდა და დღემდე გრძელდება, ან ამ ყველაფრის ახსნა არის ისიც, რომ მოკავშირეებად არ გვთვლიან, ან საქართველოს არ მიიჩნევენ ქვეყნად, რაც კიდევ უფრო სამწუხარო იქნება, მაგრამ არ მინდა, ეს დავიჯერო. ეს ყველაფერი სასიამოვნო სანახავი არ არის, მაგრამ ფაქტია, რომ ხდება. ამერიკა – ევროპას შორის აზრთა სხვადასხვაობაა ბევრ საკითხზე, პრობლემურ საკითხად უკრაინის კონფლიქტის დასრულება იქცა. ამერიკა ცდილობს, სამშვიდობო პროექტი გამოადნოს, მაგრამ როგორც ჩანს, ეს ძალისხმევა ევროპის მხრიდან იბლოკება. ისინი ამ უკმაყოფილებას ღიად გამოხატავენ და, მათ შორის, დაპირისპირების ხაზი სწორედ უკრაინის საკითხზე გადის. „ტვიტერის“ დაჯარიმებამ ყველაფერს იმპულსი შესძინა, რაც ამერიკელებისთვის სასიამოვნო არ არის“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.
0
0