
თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ამ ფაქტზე მოკვლევა აუდიტის სამსახურმა დაიწყო, ე.ი. ნათელია, რომ ევროსაბჭოს არ მიუმართავს საქართველოს ხელისუფლებისთვის, რათა გრანტზე თანხმობა მიეცა, – ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.
მისი თქმით, საგანგაშოა ის ფაქტი, რომ საქართველო ევროსაბჭოს წევრი ქვეყანაა და ევროსაბჭო ამ ქმედებით არღვევს საკუთარი წევრი ქვეყნის კანონმდებლობას.
„შესაბამისად, ეს არის საქართველოს კანონმდებლობის დარღვევა, თუ ეს ასე მოხდა. საგანგაშოა ის ფაქტი, რომ საქართველო ევროსაბჭოს წევრი ქვეყანაა და ევროსაბჭო ამ ქმედებით არღვევს საკუთარი წევრი ქვეყნის კანონმდებლობას, რაც გაუგონარია. რა თქმა უნდა, ამაზე პოლიტიკური პასუხისმგებლობაც უნდა დადგეს. ალბათ, ამ საკითხს ევროსაბჭოს მორიგ სხდომაზე საქართველოს დელეგაცია დააყენებს. თუ ევროსაბჭო საკუთარი წევრის კანონმდებლობას დაარღვევს, მაშინ სხვას რა უნდა მოსთხოვოს. არმაზ ახვლედიანი ოპოზიციონერი პოლიტიკოსია, რომელიც გამოირჩევა ხელისუფლების არა მხოლოდ კრიტიკით, არამედ ზიზღის და სიძულვილის ენით. ნათელია, რატომ აფინანსებენ“, – განაცხადა სამხარაძემ.
0
0