
ქართველი მომღერალი, სტეფანე მღებრიშვილი სოციალური ქსელით ნიკოლოზ რაჭველის მიერ, რამდენიმე დღის წინ გავრცელებულ პოსტს ეხმაურება და წერს:
"ნიკოლოზ რაჭველს ამით თუ რამეს დააკლებთ, ძალიან ცდებით.
ის ჩვენთვის, ყველასთვის, საყვარელი და მართალი მაესტროა.
ბევრის დაწერა მინდოდა, მერე მივხვდი რო აზრი არააქვს…
ბინძურ კომენტარებს უწერენ ზოგი სამსახურის შესანარჩუბებლად, ზოგი კომენტარებში გამოიმუშავებს ლარებს, ან ვის იცავენ.., ნორმალურ ადამინს ეგონება რომ გმირ მაშველებზე ექნებოდა ვინმეს პრეტენზია რამე? აბა კარგად დაფიქრდით? აწყობთ ესე, დაავალეს და მიუსიეს" - წერს მღებრიშვილი.
ნიკოლოზ რაჭველის კრიტიკულ პოსტს საზოგადეობაში დიდი გამოხმაურება მოჰყვა, მათ შორის, 2022 წელს გუდაურში მომხდარი ტრაგედიისას დაღუპული მფრინავის, ზაზა ლორიას შვილი, ანა ლორია შოვში მომხდარ სტიქიასთან დაკავშირებით მფრინავი მაშველების მიმართ გამოთქმულ ბრალდებებს გამოეხმაურა და სოციალურ ქსელში პოსტი განათავსა.
0
0