12/06/2023
11:28
მსოფლიო
შოტლანდიის პოლიციამ ყოფილი პირველი მინისტრი ნიკოლა სტარჯონი ბრალის წაყენების გარეშე გაათავისუფლა. ამის შესახებ The Guardian-ი წერს.
გამოცემის ინფორმაციით, გათავისუფლებიდან მალევე სტარჯონმა Twitter-ზე განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც აღნიშნავს, რომ საკუთარ უდანაშაულობაში აბსოლუტურად დარწმუნებულია. სტარჯონის პრესსპიკერმა კი განაცხადა, რომ ყოფილი ლიდერის პოლიციის განყოფილებაში მისვლა წინასწარ იყო შეთანხმებული დად სტარჯონმა იცოდა, რომ მას დააკავებდნენ და გამოჰკითხავდნენ.
სტარჯონი გუშინ, „შოტლანდიის ნაციონალური პარტიის“ დაფინანსების საქმის ფარგლებში, ეჭვმიტანილის სტატუსით დააკავეს. სისხლის სამართლის საქმე იმის გამო აღიძრა, რომ 600 ათასი გირვანქა სტერლინგი, რომელიც პარტიის მხარდამჭერებმა შოტლანდიის დამოუკიდებლობის კამპანიისთვის შეაგროვეს, სხვა მიზნებისთვის დაიხარჯა.
მანამდე ამავე საქმეზე დააკავეს სტარჯონის ქმარი - პარტიის ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი პიტერ მურელი, თუმცა ის ბრალის წაყენების გარეშე გაათავისუფლეს.
ნიკოლა სტარჯონი პირველი ქალია შოტლანდიის ლიდერის პოსტზე. ამ თანამდებობას ის 2014-2023 წლებში იკავებდა. სტარჯონმა პოსტი პარტიის მხარდამჭერებთან უთანხმოების გამო დატოვა.
0
0