
საფრანგეთის ყოფილმა პრეზიდენტმა, ნიკოლა სარკოზიმ განაცხადა, რომ ულტრამემარჯვენე პარტიის „ეროვნული გაერთიანების“ ლიდერი მარინ ლე პენი საფრანგეთისთვის საფრთხე არ წარმოადგენს.
ამის შესახებ სარკოზი ციხეში დაწერილ წიგნში წერს.
სარკოზი წერს, რომ მისი ბევრი ყოფილი მხარდამჭერი ახლა მარინ ლე პენს უჭერს მხარს.
„მემარჯვენეების აღდგენის გზა, შეიძლება, გრძელი იყოს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ეს შეიძლება მოხდეს ერთიანი სულისკვეთებით, გამონაკლისებისა და დაგმობის გარეშე“, – წერს სარკოზი.
ის ასევე აღნიშნავს, რომ ტელეფონით ესაუბრა ლე პენს და მადლობა გადაუხადა მისი მამაცური და ცალსახა მხარდაჭერისთვის.
საფრნგეთის ყოფილი პრეზიდენტი საკუთარ წიგნში წერს იმასაც, რომ მისთვის განსაკუთრებით შოკისმომგვრელი იყო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც ულტრამემარჯვენე პოლიტიკოსს ხუთი წლით არჩევითი თანამდებობის დაკავებას უკრძალავს.
საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტის ეს პოზიცია მკვეთრად განსხვავდება მისი 2007 წლის პოზიციისგან, როდესაც ქვეყნის პრეზიდენტი გახდა, ასევე 2022 წელს გაკეთებული განცხადებისგან, როდესაც მარინ ლე პენის წინააღმდეგ ფრანგებს მოუწოდებდა, ემანუელ მაკრონისთვის დაეჭირათ მხარი საფრანგეთის ინტერესებიდან გამომდინარე.
0
0