
საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი პარიზის ციხეში ხუთწლიანი სასჯელის მოსახდელად 21 ოქტომბერს უნდა გამოცხადდეს. ამის შესახებ მას პროკურატურაში განუცხადეს. ფრანგული მედიის ცნობით, სარკოზი სასჯელს საფრანგეთის დედაქალაქში, ლა სანტეს ციხეში მოიხდის.
სარკოზის განაჩენი გასაჩივრებული აქვს და სასამართლო პროცესი მოსალოდნელია მომდევნო თვეებში. სარკოზი ციხეში დარჩება, თუ სააპელაციო სასამართლოს მისი გათავისუფლების გადაწვეტილებას არ მიიღებს.
საფრანგეთის ყოფილ პრეზიდენტს ნიკოლა სარკოზის სასამართლომ ხუთი წლით პატიმრობა 25 სექტემბერს მიუსაჯა. ის დამნაშავედ ცნეს დანაშაულებრივ შეთქმულებაში ლიბიის ლიდერის საარჩევნო კამპანიის დაფინანსებისთვის მუამარ კადაფისგან მილიონობით ევროს ოდენობის უკანონო დაფინანსების მიღების მცდელობის საქმის ფარგლებში. ამასთან, პარიზის სასამართლომ ნიკოლა სარკოზი სხვა ბრალდებებში, მათ შორის კორუფციაში მონაწილეობისა და საფრანგეთში საარჩევნო კამპანიის უკანონო დაფინანსების საქმეებზე, გაამართლა. სარკოზი საფრანგეთის პრეზიდენტის თანამდებობას 2007-2012 წლებში იკავებდა. ის საფრანგეთის პირველი პრეზიდენტი იქნება, რომელიც ციხეში სასჯელს მოიხდის.
1
0
მაკა ბოჭორიშვილი სერბეთის ელჩს შეხვდა
13/10/2025