09/09/2024
18:59
ტაბლოიდი
ნიკოლ კიდმანმა დედის გარდაცვალების გამო ვენეციის კინოფესტივალი დატოვა - ამის შესახებ ინფორმაციას ინგლისური გამოცემა, The Guardian ავრცელებს.
ავსტრალიელმა მსახიობმა ვენეციის 81-ე საერთაშორისო კინოფესტივალზე საუკეთესო ქალი მსახიობის ჯილდო მოიპოვა.
გამოცემის ცნობით, ნიკოლ კიდმანმა დედის, ჯანელ კიდმანის გარდაცვალების შესახებ ვენეციაში ჩასვლის შემდეგ შეიტყო, რის გამოც მსახიობი მისი ახალი ფილმის Babygirl-ისთვის პრიზის გადაცემის ცერემონიას ვეღარ დაესწრო.
პრიზის გადაცემის ცერემონიაზე კიდმანის წერილი Babygirl-ის რეჟისორმა, ჰალინა რეინმა წაიკითხა.
"შოკში ვარ და ოჯახთან მიწევს დაბრუნება, თუმცა ეს პრიზი მისთვისაა, მან დიდი გავლენა იქონია ჩემზე, გამიძღვა და მან შემქმნა მე.
სიცოცხლისა და ხელოვნების შეჯახება გულსატკენია" - ეწერა კიდმანის წერელში, რომელიც ჰალინა რეინმა წაიკითხა.
0
0