ნიკოლ ფაშინიანთან ევროკავშირსა და სომხეთს შორის ურთიერთობების პოზიტიური დინამიკა განვიხილეთ - ევროპული საბჭოს პრეზიდენტი
13/01/2025
20:32
მსოფლიო
A-
+A
ევროპული საბჭოს პრეზიდენტსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა, - ამის შესახებ ინფორმაციას ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, ანტონიო კოსტა ავრცელებს.
„სომხეთის პრემიერ-მინისტრთან, ნიკოლ ფაშინიანთან სატელეფონო საუბრისას ევროკავშირსა და სომხეთს შორის ურთიერთობების პოზიტიური დინამიკა განვიხილეთ. ჩვენი პარტნიორობის შემდგომი გაძლიერების შესახებ ევროკავშირის ერთგულება გამოვხატე, რომელიც საერთო ღირებულებებზეა დაფუძნებული. პრემიერ-მინისტრ ფაშინიანთან შეხვედრას მოუთმენლად ველი“, - წერს ანტონიო კოსტა სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, გასულ კვირას სომხეთის მთავრობამ „სომხეთის რესპუბლიკის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დაწყების შესახებ“ კანონპროექტი დაამტკიცა.
0
0
55
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%