
ჩვენ არ ვაპირებთ რუსეთთან ურთიერთობის გამწვავებას ან გაფუჭებას, – ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა.
ჟურნალისტის შეკითხვაზე, მზადაა თუ არა ერევანი რუსეთის გავლენის სფეროდან სრულად გასასვლელად, სომხეთის მთავრობის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ ერევანს სურს კარგი ურთიერთობა ჰქონდეს ყველა საერთაშორისო პარტნიორთან და ასევე სურს, რეგიონის ქვეყნებთან ურთიერთობების დარეგულირება.
„ჩვენ გვსურს ევროკავშირთან ურთიერთობების გაღრმავება. დღეს სომხეთში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაა, რისთვისაც ჩვენ მადლიერები ვართ. ჩვენ დავიწყეთ ვიზალიბერალიზაციის პროცესი. ზოგადად, ჩვენ ვატარებთ დაბალანსებულ და გააზრებულ საგარეო პოლიტიკას“, – განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.
ჟურნალისტის შენიშვნის პასუხად, რომ სომხეთის მთავრობა ევროკავშირში გაწევრიანებას ითხოვს, მაგრამ ამავდროულად მოსკოვში გამართულ აღლუმებში მონაწილეობს, ფაშინიანმა აღნიშნა, რომ სომხეთი არ ისახავს მიზნად ურთიერთობების გაუარესებას რაიმე მიმართულებით.
0
0