
ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში მიმდინარე 23-წლამდელთა შორის ევროპის ჩემპიონატზე თავისუფალ ჭიდაობაში, ნიკა ზანგალაძემ (57 კგ) ვერცხლის მედალი მოიპოვა – ქართველმა ფალავანმა ფინალში ნეიტრალური დროშით მოასპარეზე პავლოვთან 1:6 წააგო.
შეჯიბრზე ბრინჯაოს მედლის მოპოვების შანსი ჰქონდა გიორგი გოგრიჭიანს, მაგრამ მან ორთაბრძოლა შვეიცარიელ ფალავანთან დათმო.
კონტინენტის პირველობაზე დღეს ასპრეზობები დარჩენილ ხუთ – 61, 74, 86, 92, 125 კგ წონით კატეგორიაში გაიმართა და ფინალისტებიც გამოვლინდნენ.
საქართველოს ნაკრების სახელით ომარ გაზაშვილი, ლუკა ჩხიტუნიძე, თორნიკე სამხარაძე, სანდრო ყურაშვილი და გიგა შავაძე ასპარეზობდნენ, რომელთაგანაც ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლას რეპეშაჟიდან სამხარაძე და ყურაშვილი განაგრძობენ.
0
0
გარდაიცვალა უკრაინაში მებრძოლი ვანო ნადირაძე
22/06/2025