
მოსამართლისთვის წყლის შესხმის ფაქტზე, ნიკა მელიას წინააღმდეგ საქმე აღიძრა. საუბარია სისხლის სამართლის კოდექსის 366-ე მუხლზე, რომელიც სასამართლოს უპატივცემულობას გულისხმობს, რაც გამოიხატა სამართალწარმოების მონაწილის შეურაცხყოფით.
მუხლი ითვალისწინებს ჯარიმას, საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომას, ან პატიმრობას ერთ წლამდე.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, თეა წულუკიანის განცხადებით, ნიკა მელიას მოსამართლე და სასამართლო ინსტიტუტი ხელწამოსაკრავი ჰგონია:
"სასამართლო და მოსამართლეები უნდა იყვნენ კიდევ უფრო მაღალი ხარისხით დაცულები, ვინაიდან, როგორც ვხედავთ, ზოგიერთს, მათ შორის ნიკა მელიას მოსამართლე და სასამართლო დარბაზი ხელწამოსაკრავი ინსტიტუტი ჰგონია.
ამას, რა თქმა უნდა, კარგად შესწავლა და კიდევ უფრო მაღალი დონის სტანდარტების დაწესება, სავარაუდოდ, სჭირდება", - განაცხადა თეა
წულუკიანმა.
ნიკა მელიამ მოსამართლე ირაკლი შვანგირაძეს წყალი 30 მაისს, პროცესზე შეასხა, სადაც განიხილებოდა მისი საქმე, საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობასთან დაკავშირებით.
0
0