27/04/2023
11:00
პოლიტიკა
„ნიკა მელია ვერანაირ კონტრშეტევაზე ვეღარ გადავა, რადარებიდან გაქრა“,- ამის შესახებ პარტია „კანონის და სამართლის“ ლიდერმა თაკო ჩარკვიანმა „პალიტრას“ ეთერში განაცხადა.
ოპოზიციონერი დეპუტატის თქმით, ლევან ხაბეიშვილმა თავმჯდომარეობიდან 2 თვეში პარტიის რეიტინგის გაზრდა მოახერხა.
„ნიკა მელიას გადარჩევის გამო გაიზარდა „ნაციონალური მოძრაობის“ რეიტინგი. ეს ჩემი აზრი არ არის. შედეგებით და ფაქტებით ვილაპარაკოთ. წინა კვლევის დროს 6 პროცენტი იყო ახლა 14 პროცენტი გახდა. ვამბობდი, რომ ხაბეიშვილის დროს რეიტინგი გაიზრდება - მეთქი, რეიტინგი გაიზარდა.
მელია ვერანაირ კონტრშეტევაზე ვეღარ გადავა. რადარებიდან გაქრა, თავი გაიქრო. მელია რომ მოქცეულიყო როგორც ლევან ვარშალომიძე, მაგრამ როგორც ვარშალომიძე ისე რომ მოიქცე, მაშინ ვარშალომიძე უნდა იყო. მელიას არ აქვს ეს პოლიტიკური ზნეობა და მან, ეს ბევრჯერ დაამტკიცა. რადარებიდან გავიდა, არსად არ არის, არც კვლევაშია.
დაივიწყა, რომ მიხეილ სააკაშვილი ციხეშია, არავის ახსოვდა. მარტო ხაბეიშვილზე გააკეთეს მახვილი. საკუთარ პარტიას გარკვეული ფრთა ურტყამდა. ზუსტად ეს არ აპატია ხალხმა და 14 პროცენტით გაიზარდა პარტიის რეიტინგი“, - აღნიშნა ჩარკვიანმა.
0
0