
"ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი თავმჯდომარე, ნიკა მელია პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მივიდა. მელიას თქმით, პრეზიდენტის ღონისძიებაზე ქართველი ხალხის ნების ასასახად იმყოფება.
პირველ რიგში, აქ ვარ ქართველი ხალხის ნების ასასახად. ვისაც სურს არა მხოლოდ კანდიდატის სტატუსის მიღება, არამედ ჭეშმარიტად ევროპულ სახელმწიფოში ცხოვრება. დღევანდელ დღეს, დღევანდელ საქართველოში ერთადერთი სახელმწიფო დაწესებულება ინსტიტუცია, სადაც შესაძლებელია ადგილი ჰქონდეს პოლიტიკურ მრავალფეროვნებას და მე მჯერა, რომ გამოვხატავ ჩემი მხრივ ათობით ათას საქართველოს მოქალაქეს, ვისაც საქართველოში უნდა ევროპა და არა ქვეყნის მიღმა. მაგრამ მთავარი იწყება რამდენიმე დღის მიღმა, როდესაც ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ევროპული, ნამდვილი ხელისუფლების მოპოვებისთვის ქვეყანაში. კანდიდატის სტატუსი ვერ იქნება პანაცეა დიდ ევროპულ ოჯახში მოხვედრისთვის",- თქვა მელიამ.
0
0