
“ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ნიკა მელიამ სოციალურ ქსელში ლაივჩართვის დროს “TVპირველი” გააკრიტიკა, რასაც ტელეკომპანია “პირველის” საინფორმაციი სამსახურის ხელმძღვანელმა ნოდარ მელაძემ “ფეისბუქში” უპასუხა.
” Nika Melia – “ყველაფერი არ უნდა ვიკადროთ” – ამბობს ნიკა მელია ფბ ლაივში და ტვ პირველს კიცხავს.
კი, ასე ნიკა, ყველაფერი არ უნდა იკადროთ!
საინტერესოა ვინ გიამბოთ ჟურნალისტიკის როლზე? მედია აშუქებს ამბავს. მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის ამბის გაშუქება მედიის მოვალეობაა, ჟურნალისტების მოტყუება ცუდია.
მედია, როდის, ვის და რა კითხვას დაუსვამს ეს ჟურნალისტის გადასაწყვეტია. მედია როდის და რა თემას გააშუქებს ამასაც ჟურნალისტები წყვეტენ.
მედიის კონტროლის განზრახვას ცენზურა ქვია. ცენზურა – ცუდია, თავისუფალი მედია – კარგი.
მედია სარკეა, ასახავს რეალობას და აჩვენებს პოლიტიკოსების რეალურ სახეს, თუ სარკეში თავი არ მოგწონთ სარკის ბრალი არ არის. ის გაჩვენებთ ისეთებს, როგორებიც ხართ, ასეა ტელევიზიაც აირეკლავს რეალობას რომელიც ჩვენს გარშემო ხდება.
ჯამი ჭურჭელია , თეთრი თეთრი, შავი შავი. კითხვა პასუხს მოითხოვს, უპასუხო კითხვა გაქცევას ნიშნავს.
მოგვიანებით კი „ნაცმოძრაობის“ თავმჯდომარემ ტელეკომპანია “პირველის” საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელს მისსავე ვოლზე უპასუხა. რაც კომენტარის გარეშე ნოდარ მელაძე არ დაუტოვებია.
“Nika Melia
Nodar Meladze ცოტა ხანში თავი შეიძლება წმინდანადაც გამოაცხადო,ნუ მედია წმინდანად მაინც
იმედია,იქამდე არ მიხვალ…
Nodar Meladze
Nika Melia რა უხერხულია! მიდი გააგრძელეთ აბა კიდე რას იტყვით? “აჯენდაში” შემდეგი რა მოდის?”
ა თავისუფალია ყველასგან, კრიტიკული მედია კრიტიკულია ყველას მიმართ.
ვალდებულებები ამძიმეს, თავისუფლება ათავისუფლებს!” ” – ასე მიმართა ნოდარ მელაძემ ნიკა მელიას.
0
0
ზუგდიდში ახალი სპორტული კომპლექსი გაიხსნა
19/08/2025