13/05/2022
14:55
პოლიტიკა
„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია აცხადებს, რომ პარტიის სამოქმედო გეგმის მიზანი არჩევნებამდე მისვლაა. ოპოზიციური პარტიის ლიდერი მოლდოვის მაგალითზე ამახვილებს ყურადღებას და საპრეზიდენტო არჩევნებზე მაია სანდუს გამარჯვებაში კონკრეტული, პარტნიორი ორგანიზაციების წვლილზე აკეთებს აქცენტს. პარტიის მიერ დასახულ გეგმაზე საუბრისას ნიკა მელია ყურადღებას ამახვილებს საზღვარგარეთ, საარჩევნო უბნებზე და ამ შემთხვევაში სწორედ მოლდოვის სცენარს გულისხმობს.
„იცით, ქალბატონი სანდუ როგორ გახდა პრეზიდენტი? 260 ათასი მოლდოველი ემიგრანტი მივიდა საზღვარგარეთ გახსნილ უბნებზე. დამატებით და დამატებით, რაშიც მთელი 6 თვის განმავლობაში ჩვენი კონკრეტული პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლები ეხმარებოდნენ აქტიურად. მთლიანი ხმების 16% შეადგინა ემიგრანტების ხმებმა. კონკრეტული პრეზენტაცია იქნება. კონკრეტული მხარდაჭერა იქნება ჩვენი საერთაშორისო მეგობრების მხრიდან. ერთი ერთში გაკეთდება ის, რაც გაკეთდა მოლდოვაში“, - განაცხადა ნიკა მელიამ გადაცემაში „რეაქცია“.
0
0