
„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა, რომ ნიკა მელია - წარსულია.
მისივე თქმით, ხალხის მთავარი მტერი არის ბიძინა ივანიშვილი და ვინმე თუ აპირებს ხაბეიშვილის ოპოზიციაში ყოფნას, ეს უმნიშვნელოა.
კითხვაზე, პარტიის დანარჩენი წევრები თუ ეთანხმებიან მანდატების დატოვების შესახებ მის განცხადებას, ლევან ხაბეიშვილმა აღნიშნა:
„არ მაინტერესებს ნიკა მელიას აზრი და ეს არაერთხელ ავხსენი. თქვენ უტრირებთ ამას და რამდენიმე ეთერში ეს მე ავხსენი“, – აღნიშნა მედიასთან ხაბეიშვილმა.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ნიკა მელიამ 2 თებერვალს განაცხადა, რომ პოპულიზმია მიხეილ სააკაშვილის გამოსახსნელად შევარდნისა და შეჭრის შესახებ განცხადებები. ამასთან, მელიამ კაპიტულანტური პოზიცია უწოდა ხაბეიშვილის განცხადებას - სააკაშვილის გათავისუფლების სანაცვლოდ მანდატების დატოვების შესახებ.
0
0