15/04/2022
11:54
სამართალი
23 წლის ნიკა კვარაცხელიას მკვლელობაში ბრალდებულები - აკო ჭელიძე და გიორგი კავილაძე სასამართლომ დამნაშავედ ცნო.
მოსამართლე დავით მგელიაშვილმა აკო ჭელიძეს 17 წლით, გიორგი კავილაძეს 16 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
მოსამართლემ აკო ჭელიძე და გიორგი კავილაძე დამნაშავედ ცნო განზრახ ჯგუფურ მკვლელობასა და ჯგუფურად იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებაში. მოსამართლის განმარტებით, ჭელიძე-კავილაძე ნამდვილად ჯგუფურად მოქმედებდნენ.
23 წლის ნიკა კვარაცხელია 2021 წლის 15 სექტემბერს, თბილისში მოკლეს. შსს-ს ცნობით, 2000 წელს დაბადებულმა აკო ჭელიძემ კვარაცხელიას ცეცხლსასროლი იარაღიდან 10-ზე მეტი ტყვია ესროლა და შემთხვევის ადგილიდან 1999 წელს დაბადებულ გიორგი კავილაძესთან ერთად, ნაქირავები ავტომანქანით მიიმალა. მკვლელობაში ბრალდებულები 7 ოქტომბერს, წყნეთში დააკავეს.
ნიკა კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პირია დაკავებული. 1996 წელს დაბადებულ ი.ბ-ს ბრალად განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის წინასწარ შეუპირებლად დაფარვა ედება. გამოძიების ცნობით, ბრალდებული გიორგი კავილაძესთან მეგობრობდა, შესაბამისად, მან იცოდა თავისი მეგობრის მიერ ჩადენილი მძიმე დანაშაულის შესახებ.
"ასევე, დადგინდა, რომ მან საკუთარ სახლში ღამე გაათევინა კავილაძეს და ჭელიძეს, ხოლო მეორე დღეს მათ მიმალვაში დაეხმარა. ი.ბ.-მ პოლიციას ამის შესახებ არ შეატყობინა" - აცხადებს შსს.
0
0
ზაალ სამადაშვილი გარდაიცვალა
01/11/2024