ნიკა გვარამიას შეწყალებას არანაირი კავშირი არ აქვს "მაკკეინის ინსტიტუტის" რაიმე საქმიანობასთან - სალომე ზურაბიშვილი
22/08/2025
15:41
A-
+A

ნიკა გვარამიას შეწყალებისას, ისევე როგორც ყველა, სხვა შეწყალებასთან დაკავშირებით, საქართველოს პრეზიდენტი ხელმძღვანელობდა მხოლოდ საკუთარი შეხედულებისა და დისკრეციის ფარგლებში.- წერს სალომე ზურაბიშვილი და "მაკკეინის ინსტიტუტის" განცხადებას პასუხობს.
"2023 წელს ნიკა გვარამიას შეწყალებას არანაირი კავშირი არ აქვს მაკკეინის ინსტიტუტის რაიმე საქმიანობასთან.
ქრონოლოგიურად კი, მაკკეინის ინსტიტუტმა პრეზიდენტს გრანტი 2025 წელის დასაწყისში შესთავაზა, რაზეც ასევე, საკუთარი დისკრეციის ფარგლებში, პრეზიდენტმა წერილობითი უარი 30 აპრილს განაცხადა."- წერს ზურაბიშვილი.
ცნობისთვის, მაკკეინის ინსტიტუტმა განცხადება გაავრცელა, რომელშიც, სხვა თემებთან ერთად, საუბარია ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ნიკა გვარამიას შესახებაც.
განცხადების თანახმად, სწორედ მაკკეინის ინსტიტუტმა შეასრულა გადამწყვეტი როლი გვარამიას გათავისუფლებაში. მაკკეინის ინსტიტუტი წერს, რომ ნიკა გვარამია რეპორტაჟების გამო იყო დაპატიმრებული.
"მაკკეინის ინსტიტუტმა შვიდი თვის განმავლობაში ადვოკატირების შემდეგ, მისი შეწყალების და გათავისუფლების უზრუნველყოფას შეუწყო ხელი." - აღნიშნულია განცხადებაში.
0
0
206
სიახლეები
ყველა
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%