16/05/2022
10:31
სამართალი
„მთავარი არხის“ გენერალურ დირექტორს ნიკა გვარამიას 3 წელი 6 თვე მიესაჯა. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ლაშა ჩხიკვაძემ მიიღო.
რაც შეეხება იაშვილსა და დამენიას, მოსამართლის გადაწყვეტილებით, ზურაბ იაშვილი - გამართლდა, გაუქმდა გირაო და ქონებაზე დადებული ყადაღა. მოსამართლის განმარტებით, მას უფლება აქვს მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება კახა დამენია - ცნობილ იქნა დამნაშავედ, 220-ე მუხლით და დაეკისრა ჯარიმა 50 ათასი ლარი.
შეგახსენებთ, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ 2020 წლის 6 სექტემბერს, „რუსთავი 2“-ის საქმეზე ბრალი ნიკა გვარამიას, ასევე ამავე ტელევიზიის ყოფილ ფინანსურ დირექტორს კახა დამენიას და „ინტერ მედია პლიუსის“ დირექტორს ზურაბ იაშვილს წაუყენა.
გვარამიას ბრალად ედება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით „რუსთავი 2“-ის კუთვნილი ქონებრივი უფლების გაფლანგვა, კომერციული მოსყიდვა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია.
გარდა ამისა, გვარამიას ბრალი ედება სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში.
გვარამიას აღკვეთის ღონისძიების სახით 40 000-ლარიანი გირაო შეეფარდა, ამასთან, მას ქვეყნიდან გასვლის უფლება შეეზღუდა.
0
0