
რაც დღეს ვინმე კირცხალიამ ილაპარაკა, სხვა არაფერია, თუ არა რუსეთთან სახელმწიფოებრივ დონეზე ურთიერთობის განახლების დაანონსება - ჯერ ოფიციალური კულტურული ღონისძიებებით დაიწყება, მერე მოჰყვება სპორტი, „ბიზნესმენთა ჯგუფები" და მსგავსი, ბოლოს იქნება რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა და ევროკავშირთან ურთიერთობაზე ოფიციალური უარი, 2024 წლის 28 ნოემბერს გაკეთებული განცხადების მსგავსი ფორმით, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერი ნიკა გვარამია წერს.
„კობახიძის და კალაძის 8 აგვისტოს განცხადებებიც, რა თქმა უნდა, ამის პრელუდიაა. სწორედ ესაა ამოხსნა იმ „ანტირუსოფობიული“ კამპანიის, რამდენიმე დღის წინ რომ დაიწყეს „ქოცებმა“ ერთი შეხედვით გაუგებრად და აუხსნელად.
ნუ გადავიტანთ ყურადღებას მეორეხარისხოვან დეტალებზე: არ სჭირდება ჩვენი დაცვა არც სუხიშვილებს, არც ნიკა რაჭველს და არც პაატა ბურჭულაძეს. მთავარზე ვკონცენტრირდეთ: უმძიმესი ამბები გვიახლოვდება და სამშობლოა დასაცავი”, - წერს ნიკა გვარამია.
უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ “გარე ინტერესებს არაერთი ადამიანი ემსახურება, რისი მაგალითია ე.წ. კულტურის მოღვაწეები, რომლებიც 2008-2022 წლებში რუსეთში საქმიანობას არ ერიდებოდნენ. მათ შორის კირცხალიამ დაასახელა “სუხიშვილები”, ნიკოლოზ რაჭველი და პაატა ბურჭულაძე.
0
0