
“გამორიცხვით თავისთავად ცხადია, არ გამოვრიცხავ [პოლიტიკაში მოსვლას]” - ამის შესახებ, “მთავარი არხის” გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.
გვარამია პირობას დებს, რომ აუცილებლად მიიღებს მონაწილეობას „ივანიშვილის პოლიტიკიდან გასტუმრებაში“, თუმცა აღნიშნავს, რომ ჯერ არ გადაუწყვეტია, რა ფორმით გააკეთებს ამას:
"2024 წელს ივანიშვილის პოლიტიკიდან გასტუმრებაში მივიღებ მონაწილეობას ნებისმიერ შემთხვევაში. ციხეში რომ ვყოფილიყავი, მაინც ვეცდებოდი, რომ ეს გამეკეთებინა, გარეთ, მით უმეტეს. რაც შეეხება იმას, თუ რა ფორმით, გადაწყვეტილება არ მიმიღია. ახლოსაც არ ვარ. მჭირდება დრო, მინდა იყოს გაცნობიერებული – ეს ჩემი ოჯახის ცხოვრებაში იქნება ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება. […] გამორიცხვით თავისთავად ცხადია, არ გამოვრიცხავ [პოლიტიკაში მოსვლას]“, – განაცხადა მან.
0
0