
„ნდობის აღდგენა“ სრულიად ფუჭი სიტყვებია და მის უკანა არავითარი პოლიტიკური შინაარსი არ დგას. მეტიც, კობახიძის შესრულებით, ის ივანიშვილისეული „ბოდიშის მოხდაა“, - ასე გამოეხმაურა „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა გვარამია ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე საწვავის შეტანის მოტივებთან დაკავშირებით ქვეყნის პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის მიერ გაკეთებულ განმარტებას.
ამასთან, როგორც გვარამიამ აღნიშნა, საზოგადოება სექტემბერ-ოქტომბერში რუსეთთან ღიად დაახლოებისა და ევროკავშირისგან ღიად დისტანცირების „ღალატის სერიის“ მომსწრე გახდება.
„ნდობის აღდგენა“ სრულიად ფუჭი სიტყვებია და მის უკანა არავითარი პოლიტიკური შინაარსი არ დგას. მეტიც, კობახიძის შესრულებით, ის ივანიშვილისეული „ბოდიშის მოხდაა“.
ისეთი წინადადება უნდა გაუკეთო აფხაზებს და ოსებს, რომელზეც უარს ვერ იტყვიან და კი, ასეთად წარმომიდგენია „ჩემთან ერთად ევროკავშირში შემოდი და თავისუფალი, უსაფრთხო და უზრუნველყოფილი ცხოვრება გვექნება ერთად საერთო სახელმწიფოში სახელად საქართველო“.
ესაა „წინადადება“ ზემოთქმული ფორმულიდან. და „უარს ვერ იტყვიან“ ნაწილი მრავალკომპონენტიანი საკითხია და მასში რას შევიტანთ ჩვენი გადასაწყვეტიცაა და ჩვენს მოხერხებაზე და მუშაობაზეა.
კობახიძის დღევანდელ ტექსტს რაც შეეხება: ადრეც მითქვამს და ახლაც ვიტყვი, რომ სექტემბერ-ოქტომბერი უმძიმესი ღალატების სერიის მომსწრე გავხდებით რუსეთთან ღიად დაახლოების და ევროკავშირისგან ღიად დისტანცირების სახით. უნდა მოვემზადოთ ერთიანი მძლავრი პასუხისთვის და, ტყუილს არ ვიტყვი, ასევე რეპრესიების ახალი მძიმე ტალღისთვის“, - განაცხადა გვარამიამ.
ცნობისთვის, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის განმარტებით, ბიზნესის მხრიდან ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე საწვავის შეტანასთან დაკავშირებით მთავრობას ნებართვის გაცემისას ოკუპირებულ ტერიტორიებთან ნდობის აღდგენის მოტივი ამოძრავებდა.
პრემიერის ინფორმაციით, გუშინდელი მდგომარეობით საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან ოკუპირებულ აფხაზეთში დაახლოებით 680 ტონა საწვავი შევიდა.
0
0