
არ არსებობს „რუსოფობია“ საქართველოში, არსებობს მტრის სიძულვილი, რაც სასიხარულო ამბავია, მიმდინარე ოკუპაციის პირობებში, არ შეიძლება მტერი არ გძულდეს! - ჩვენ გვძულს პუტინისტები იმიტომ, რომ ისინი არიან ჩვენი სამშობლოს ერთადერთი მტრები დედამიწაზე, - ასე აფასებს „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომელიც ქვეყანაში „რუსოფობიის“ პრობლემას შეეხება.
მისი თქმით, „ირაკლი კობახიძე და ივანიშვილის რეჟიმი ემზადება ევროკავშირისგან მორიგი გამიჯვნისთვის. ოღონდ ამ ვითარებაში უკვე ფონი იქნება იმგვარი, რომ რუსეთთან დაკავშირებით გადადგამენ რაიმე კეთილგანწყობილ ნაბიჯებს“.
„ბოლო დღეების განმავლობაში, მიუხედავად იმისა, რომ არასოდეს განსხვავებული წარმოდგენა არ მქონია ამ ხელისუფლებაზე და მათ პრორუსულ ხელისუფლებად მივიჩნევ, რომ განსაკუთრებით გამძაფრებულია რუსეთთან მიმართებით პრორუსული პოლიტიკა და მიზეზების ძიება, თუ როგორ წავიდნენ რუსეთისკენ.
ეს სულელური „რუსოფობიის“ ამბავიც აქედან არის. ქართველებს რუსოფობია კი არ ჭირს, ეთნიკურობის გამო კი არ სძულთ რუსები? ანტიპუტინისტი რუსები, კი არ გვძულს - პირიქით, ჩვენ ვატარებთ აქციებს, რომ ანტიპუტინისტი რუსები აქ შემოუშვან და ეს ხელისუფლება არ უშვებს, სწორედ საზღვრიდან უკან აბრუნებს! ჩვენ გვძულს პუტინისტები! იმიტომ, რომ ისინი არიან ჩვენი სამშობლოს ერთადერთი მტრები დედამიწაზე. სხვა მტრები ჩვენ არ გვყავს. დიახ, ამათ მიმართ ჩვენ ფობია გვაქვს, მაგრამ არა ეთნიკური რუსების მიმართ.
არ არსებობს „რუსოფობია“ საქართველოში, არსებობს მტრის სიძულვილი, რაც სასიხარულო ამბავია, მიმდინარე ოკუპაციის პირობებში, არ შეიძლება მტერი არ გძულდეს! ეს სამშობლოს დაცვის ერთ-ერთი ფორმაა. ჩვენ არ გვძულს რუსები იმიტომ, რომ ისინი ეროვნებით რუსები არიან. ჩვენ გვძულს რუსები იმიტომ, ის რუსები, რომლებიც არიან პუტინისტები და მიმდინარე ოკუპაციას მხარს უჭერენ! აი, ეს ყველაფერი სჭირდებათ იმისთვის, რომ ფონი შეიქმნას, თუ როგორ ცუდები ვართ ქართველები და როგორ არ იმსახურებენ რუსები ამას. მერე ბოდიში უნდა მოვიხადოთ, ალბათ, ყველამ ერთად. ხომ თქვეს უკვე, რომ ბოდიში უნდა მოვიხადოთ?
წარმოდგენის შექმნა უნდათ, რომ ბევრნი არიან ისეთები, ვინც საწყალ და შევიწროებულ რუსებს იცავს. ამგვარი სამარცხვინო რამ არ გაუკეთებია არავის, არც ვარდიკო ნადიბაიძეს, რომელიც რუსი გენერალი იყო, საქართველოს თავდაცვის მინისტრი“,- განაცხადა ნიკა გვარამიამ.
0
0