
ჩვენ აქამდეც გვინახავს „ქართული ოცნების“ მხრიდან უკრაინასთან დაკავშირებულ რეზოლუციებთან მიერთება, მნიშვნელოვანია საერთოდ ყველა რეზოლუცია, რომელიც უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და უსაფრთხოების დაცვისკენაა მიმართული, – ამის შესახებ პარტია „ახლის“ წარმომადგენელმა, ნიკა ფარულავამ განაცხადა.
მისი თქმით, „ქართული ოცნების“ მსგავსი ხელისუფლებები თუ რეჟიმები ასეთ ნაბიჯებს ხშირად გარკვეული ლავირებისთვის დგამენ.
„მნიშვნელოვანია საერთოდ ყველა რეზოლუცია, რომელიც უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და უსაფრთხოების დაცვისკენაა მიმართული. ჩვენ აქამდეც გვინახავს „ქართული ოცნების“ მხრიდან მსგავსი ტიპის ნაბიჯები, გარკვეულ რეზოლუციებთან მიერთება. მთავარი, რაც უნდა გვახსოვდეს, მსგავსი ტიპის ხელისუფლებები თუ რეჟიმები ასეთ ნაბიჯებს ხშირად იმისთვის დგამენ, რომ ვითარებაში გარკვეული ლავირება მოახდინონ, რომ მედასავლეთეები არიან და მხარი დაუჭირონ. ცხადად და ნათლად რასაც ვხედავთ, „ქართული ოცნება“ არის ცივ ომში სრულიად დასავლეთთან, ამერიკის შეერთებულ შტატებთან, რომელთანაც, მათ შორის, სტრატეგიული პარტნიორობა არ აღმდგარა და არ აღდგება, ვიდრე ვითარება არ გამოსწორდება. ვითარება კი ვერ გამოსწორდება ვიდრე, რეჟიმს მიტაცებული აქვს ძალაუფლება და ცივ ომშია უკრაინასთან, ევროკავშირთან, რაც დასტურდება, მათ შორის, იმ ე.წ. გამოძიებებით რომელიც ტარდებოდა უკრაინის სახელმწიფოს წინააღმდეგ“, – განაცხადა ნიკა ფარულავამ.
შეგახსენებთ, რომ გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია, რომელიც რუსეთისგან მოითხოვს, დააბრუნონ გატაცებული უკრაინელი ბავშვები. რეზოლუციას 91-მა ქვეყანამ დაუჭირა მხარი, მათ შორის, საქართველომ. რეზოლუციის მხარდამჭერებს შორის არიან აშშ, კანადა, გერმანია, საფრანგეთი, შვედეთი, უნგრეთი, ლატვია, ლიეტუვა, პოლონეთი.
0
0
ბიზნესმენი, გელა ბარკალაია დააყაჩაღეს
04/12/2025