
"ყველა ქვეყნის საფუძველი უნდა იყოს ძლიერი დემოკრატია, ადამიანის უფლებები და დემოკრატიული ინსტიტუტები. ცენტრალური აზიის არცერთი რესპუბლიკა, (ყირგიზეთი იყო ფრიდომ ჰაუსის მიხედვით ნახევრად თავისუფალი ერთადერთი ქვეყანა, თუმცა იქაც რუსული კანონი მიიღეს)- ვერ იქნება საქართველოს დეოკრატიის განვითარების მაგალითი.“- განაცხადა რადიო "სივრცის" ეთერში ანალიტიკოსმა ნიკა ჩიტაძემ.
მისი თქმით, როდესაც კანონი კანონობს, ამ ქვეყანას განვითარების პერსპექტივა გააჩნია.
„იმ ქვეყნებში, სადაც კანონის უზენაესობაა, უფრო მეტად ვითარდებია. თუ საქართველოს შემდგომი წარმატება გვსურს, კი ბატონო, მრავალვექტორული პოლიტიკა უნდა აწარმოოს, მაგრამ ეს ნიშნავს რომ არც ევროკავშირთან და აშშ-სთან კავშირები არ უნდა დაკარგოს. ევროკავშირი არის ყველაზე წარმატებული საერთაშორისო ეკონომიკური რეგიონული ორგანიზაცია. აქედან გამომდინარე, დემოკრატია არის მნიშვნელოვანი. წინააღმდეგ შემთხვევაში, ქვეყანა ვერ განვითარდება. „- განაცხადა ჩიტაძემ.
ნიკა ჩიტაძეს მიაჩნია, რომ უმჯობესია, საქართველოს ეკონომიკური ურთიერთობა ჰქონდეს ევროკავშირის ქვეყნებთან.
„ბუნებრივია, საქართველო ევროკავშირთან ნორმალური ურთიერთობების აღდგენისკენ უნდა ესწრაფვოდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, პრობლემა ძალიან დიდია. გერმანიას, საფრანგეთს, დიდ ბრიტანეთს, ვერანაირად ვერ შეცვლის ვერც ტაჯიკეტი და ვერც ყირგიზეთი- გამომდინარე აქედან, აჯობებს ჩვენ საქმე გვქონდეს ცივილიზებულ სამყაროსთან.“ - განაცხადა ნიკა ჩიტაძემ.
0
1