07/08/2023
11:58
მსოფლიო
ნიგერში სამხედრო გადატრიალების ლიდერებმა საჰაერო სივრცე დაკეტეს, მიზეზად კი დასავლეთ აფრიკის რეგიონული ბლოკის სამხედრო ინტერვენციის საფრთხე დაასახელეს.
დასავლეთ აფრიკის სახელმწიფოების ეკონომიკური თანამეგობრობის (ECOWAS) თავდაცვის ხელმძღვანელებმა დააწესეს ბოლო ვადა ნიგერიის სამხედრო გადატრიალების ლიდერებისთვის, რათა გაეთავისუფლებინათ ძალაუფლება და აღედგინათ ქვეყნის დემოკრატიულად არჩეული პრეზიდენტი.
„ვადის ამოწურვის შემდეგ კი, ნიგერის საჰაერო სივრცე დაიხურა მეზობელი ქვეყნების ინტერვენციის საფრთხის გამო“, – ნათქვამია პოლკოვნიკ ამადუ აბდრამანეს ვიდეო განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ სამხედრო გადატრიალება ნიგერში ივლისის ბოლოს დაიწყო. ნიგერის პრეზიდენტი მოჰამედ ბაზუმი საპრეზიდენტო გვარდიის ჯარებმა 26 ივლისს დააკავეს. სამხედროები აცხადებდნენ, რომ მთავრობის ჩამოგდება უსაფრთხოების გართულებულ ვითარებას და სუსტ ეკონომიკურ-სოციალურ მმართველობას უკავშირდებოდა. ნიგერის სამხედროების განცხადების შემდეგ ქვეყნის პრეზიდენტის გათავისუფლებისკენ სამხედროებს აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა მოუწოდა.
0
0