ნიგერიის ქალაქ ლაგოსში 22-სართულიანი კორპუსის ჩამონგრევას მსხვერპლი მოჰყვა
A-
+A

ნიგერიის ქალაქ ლაგოსში, მშენებლობის დროს 22-სართულიანი შენობა ჩამოინგრა. დაიღუპა, სულ მცირე, 4 ადამიანი, ათობით კი დაკარგულად ითვლება. ნანგრევებში მოყოლილთა მოსაძებნად მაშველები მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ.
ამ დროისთვის გაურკვეველია ნგრევის გამომწვევი მიზეზი და ნანგრევების ქვეშ მოყოლილი ადამიანების ზუსტი რაოდენობა.
შენობა კომპლექსის (სახელწოდებით 360 Degrees Towers) ნაწილი იყო, რომელშიც ძვირადღირებული აპარტამენტები და პენტჰაუსები უნდა განთავსებულიყო.
ბოლო წლების განმავლობაში, ლაგოსში რამდენიმე შენობა ჩამოინგრა. 2019 წელს კომერციულ ცენტრში მდებარე სკოლის ჩამონგრევას 10 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო, 2014 წელს, ცნობილი ტელევანგელისტის ქადაგების დროს 6-სართულიანი შენობა ჩამოინგრა, რის შედეგადაც 116 ადამიანი დაიღუპა.
მცირე ხნის წინ, ლაგოსის შტატის ხელისუფლებამ სამშენებლო სტანდარტების გასაუმჯობესებლად ახალი სქემა შეიმუშავა.
0
0
655
სიახლეები
ყველა
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%