28/09/2021
11:27
მსოფლიო
ნიგერიის ჩრდილო-დასავლეთ შტატ კადუნაში მდებარე სოფელში, შეიარაღებული პირების მიერ განხორციელებული სამი თავდასხმის შედეგად, სულ მცირე, 34 ადამიანი დაიღუპა და 7 დაშავდა.
თავდასხმასთან დაკავშირებით პოლიციამ ორი ეჭვმიტანილი დაკითხა.
ასევე, სოკოტოს შტატში სამხედრო ბაზაზე თავდასხმას ნიგერიის უსაფრთხოების სამსახურის 22 თანამშრომელი ემსხვერპლა. ნიგერიის სამხედროებმა განაცხადეს, რომ თავდასხმის უკან “ისლამური სახელმწიფოს” მებრძოლები დგანან.
“ისლამური სახელმწიფოს” დასავლეთ აფრიკის პროვინციის ჯგუფი ნიგერიის ჩრდილო-აღმოსავლეთში 2016 წლიდან გააქტიურდა. კრიმინალური დაჯგუფებები წლების განმავლობაში ატერორებენ ნიგერიის ჩრდილო-დასავლეთ და ცენტრალურ ნაწილს; ისინი ძალადობენ სოფლებზე, იპარავენ პირუტყვს, იტაცებენ მათ და სახლებს წვავენ.
ანალიტიკოსები, ჩრდილო-აღმოსავლეთით 12-წლიანი ბრძოლის ფონზე, ბანდიტურ დაჯგუფებებსა და შეიარაღებულ მებრძოლებს შორის მზარდი თანამშრომლობის ნიშნებს ხედავენ.
გაეროს ინფორმაციით, ექსტრემისტული დაჯგუფებების აქტიურობის შედეგად, ნიგერიაში 36 000 ადამიანი დაიღუპა და 2 მილიონამდე ადამიანი დევნილად იქცა.
https://www.aljazeera.com/news/2021/9/27/gunmen-kill-34-people-in-northwest-nigeria
0
0